გორში დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს

გორში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

მათივე ცნობით, გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები