2022 წელს მსოფლიოში მობილური საფრთხის აქტივობის შემცირების ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია

2022 წელს „კასპერსკის ლაბორატორიის“ აღმოაჩინა 1,661,743 მავნე ან არასასურველი მობილური ინსტალაციის პაკეტი, რაც 1,803,013-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

კომპანიის ცნობით, 2020 წელს მატების შემდეგ, აღმოჩენილი საინსტალაციო პაკეტების რაოდენობა თანდათან მცირდება. მობილური შეტევების რაოდენობა, 2021 წლის მეორე ნახევარში შემცირების შემდეგ, დასტაბილურდა და დაახლოებით იგივე დონეზე დარჩა 2022 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი (17,70%), რომელსაც მოჰყვება სირია (15,61%) და ირანი (14,53%), გასულ წელს გახდნენ მოწინავენი იმ მომხმარებელთა წილით, რომლებსაც თავს დაესხნენ Malware კატეგორიის მობილური საფრთხეებით.

როგორც წინა წლებში, 2022 წელსაც, მობილურის მომხმარებლებზე ყველაზე მეტი თავდასხმა განხორციელდა მავნე პროგრამის გამოყენებით (67,78%). ამავდროულად, გაიზარდა სარეკლამო აპლიკაციების (Adware) და RiskWare კლასის აპლიკაციების გამოყენებით თავდასხმების წილი: შესაბამისად 26,91% (2021 წლის 16,92%–თან შედარებით) და 5,31% (2021 წლის 2,38%–თან შედარებით). 2022 წელს „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღმოაჩინა 196,476 მობილური საბანკო ტროიანული საინსტალაციო პაკეტი, ორჯერ მეტია, ვიდრე 2021წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ტროიანელები კვლავ კლებულობენ 2020 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ. გასულ წელს ყველაზე მეტად მობილური საბანკო ტროიანელები თავს დაესხნენ ესპანეთის (1,96%), საუდის არაბეთის (1,11%) და ავსტრალიის (1,09%) მომხმარებლებს. ასევე, აღმოჩენილი იქნა მობილური ტროიანელ-გამომძალველების 10,543 საინსტალაციო პაკეტი, რაც 6,829 პაკეტით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. ასევე იკლო მობილური ტროიანულ- გამოძალველი პროგრამების თავდასხმების რაოდენობამ, რაც არ შეწყვეტილა 2021 წლის ბოლოდან. 2022 წელს ყველაზე დიდი წილი მომხმარებლებისა, რომელსაც თავს დაესხნენ ტროიანელ-გამომძალველები იყო ჩინეთში (0,65%), იემენსა (0,49%) და ყაზახეთში (0,36%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები