რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა.
არსებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პარალელურად, კლინიკის თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკურში დასაქმებულები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან. მედიკოსები პრემიერმინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვენ, რათა თავად მიაწოდონ არსებული ვითარების შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია.

საკითხზე სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს, „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილით უკვე მიმართა. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პროექტი რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები