მიხეილ სააკაშვილი: ამდენი წელი მათ უნდათ – მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი

“ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს”,- ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ექიმებთან დაკავშირებულ საკითხსაც გამოეხმაურა.

“ტყუილია, რომ მე ექიმებსა  და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა, ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს. რაც შეეხება კლინიკის ენდოკრინოლოგს, ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს.

ამდენი წელი მათ უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და მე მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იმავეთი”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები