მიხეილ სარჯველაძე: ეს ხალხი დადის და იძახის, ქვეყანა მხოლოდ რეგრესის გზით მიდისო – შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ საქართველო უპირობო ლიდერია

“ეს ხალხი დადის და იძახის, რომ ქვეყანა მხოლოდ რეგრესის გზით მიდის და შემდეგ ქვეყნდება პროფესიული შეფასებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით როგორი ნაბიჯები აქვს ქვეყანას და აღმოჩნდება ხოლმე, რომ საქართველო არის უპირობო ლიდერი, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფარგლებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპაში ვიზიტებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელები ოპოზიციის განცხადებებს არ ენდობიან.

„ბევრს აჭამეს სირცხვილი, მაგალითად, იგივე კანონთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური გავლენების დაფინანსებას ეხება. ფაქტია, ლაპარაკობდნენ, მათ შორის, უცხოელი ლიდერები, თითქოს, საქართველოში რუსული კანონპროექტია ინიცირებული და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე კანონპროექტი ინიცირდება ევროპაში და ეს უხერხულობები, რა თქმა უნდა, იქმნება.

ეს ხალხი დადის და იძახის, რომ ქვეყანა მხოლოდ რეგრესის გზით მიდის და შემდეგ ქვეყნდება პროფესიული შეფასებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით როგორი ნაბიჯები აქვს ქვეყანას და აღმოჩნდება ხოლმე, რომ საქართველო არის უპირობო ლიდერი, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ეს ერთი მოცემულობაა, რატომაც ევროპელები აღარ ენდობიან ოპოზიციის მშრალ განცხადებებს.

და მეორე – იმდენად თვალსაჩინო გახდა მოსახლეობისთვისაც ეს პოლიტიკური დივერსიის აქტები, რომლებსაც ეწევა ოპოზიცია – გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, რომ ოპოზიციაშიც გაჩნდნენ ძალები, რომლებიც ხვდებიან, რომ ეს არის სერიოზული შავი ლაქა და, ბუნებრივია, ადამიანებს ოპოზიციაში უჩნდებათ სურვილი, რომ ასეთ მიდგომებს გაემიჯნონ. იმიტომ, რომ არავის უნდა იმ ნეგატიური დამოკიდებულების მოზიარე იყოს, რომელიც ამ მოვლენების გამო ყალიბდება მოსახლეობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. ხედავენ, რომ გაცილებით უფრო ეფექტიანი და უსაფრთხოა ამ შემთხვევაში პოლიტიკური თვალსაზრისით იმ პოზიციის მკაცრად თქმა, რომ ისინი ემიჯნებიან იმ ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ეს გულისხმობს ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელის შეშლას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები