ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია

“ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტით ასევე ნათელია, თუ როგორ ხდება მთავარი პრინციპების შეწირვა კონკრეტულ, მოკლევადიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე.

„ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება და მთავარი პრინციპების შეწირვა კონკრეტულ, მოკლევადიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე. მერე უკვირთ, როცა მოსახლეობაში არსებობს კითხვა, რატომ იქცევიან გარკვეული პოლიტიკური აქტორები დასავლეთში, რომლებიც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე, ობიექტურობაზე, ინფორმირებულობასა და ფასეულობებზე დაყრდნობით უნდა ვიღებდეთ. ამ დროს თვალსა და ხელს შუა ხდება შავის თეთრად წარმოჩენა. მოსახლეობა ამას ხედავს და ეს ყველაფერი აზიანებს იმას, რისკენაც ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფვის. ასეთი რეზოლუციები, კერძო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გენერალურ ხაზს ვერ შეცვლის, თუმცა მოსახლეობას იმის საშუალებას აძლევს, რომ უფრო ობიექტურად და ნათლად აფასებდეს პოლიტიკურ პროცესებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო გადაეცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები