შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა

შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა.

შრომის ისპექციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ცვლილების საკითხი და ასევე შრომის რეფორმის განხორციელების ეფექტური მექანიზმები.

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდა. საბჭოს შემადგენლობაში კი პროფკავშირების გაერთიანების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველისა და დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები