ირაკლი ღარიბაშვილი: გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს

გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ჩვენ, მეგობრებო ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე.
ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულ გაყიდული , მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები