ხატია დეკანოიძე: ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე
“ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რა განსხვავებაც მე მაქვს პარტიის მენეჯმენტთან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, პარტიაში პოლიტსაბჭოს არჩევნები გამჭვირვალედ არ ჩატარებულა და მისი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.
“ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რა განსხვავებაც მე მაქვს პარტიის მენეჯმენტთან, რაზეც ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე, ეს იყო პირველ რიგში პოლიტსაბჭოს არჩევნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არ ჩატარდა გამჭვირვალედ, ეს იყო 9 აპრილის აქცია და ა.შ. მაქვს სხვადასხვა თემები, განსხვავებები და ალბათ ერთ-ერთი როლი ამაშიც ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ”, – აცხადებს დეკანოიძე.