რატი იონათამიშვილი – “ოცნებაზე”: ჩვენი გუნდი ერთსულოვანია და ერთად განვაგრძობთ ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას
ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთსულოვანი და ერთად განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ იქნებოდა გარკვეული საკადრო ცვლილებები და ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი სამი კოლეგა ღირსეული პიროვნებები არიან, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთსულოვანი და ერთად განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მუშაობას“, – ამბობს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, “ქრონიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.