„ყაზახეთმა დემოკრატიისა და წინსვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა“ – ჟურნალისტი ავთანდილ ოთინაშვილი ყაზახეთის არჩევნების შესახებ

ჟურნალისტი ავთანდილ ოთინაშვილი, რომელიც ყაზახეთში იმყოფებოდა და ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, აცხადებს, რომ ყაზახეთმა დემოკრატიისა და წინსვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ ოთინაშვილმა „კვირას“ პრსკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ყაზახეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად, როგორც პრესის წარმომადგენელი, ვიმყოფებოდი. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა იყო, რომლის ფარგლებშიც პრესტური გაკეთდა. ამ პრესტურში ჟურნალისტები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ჟურნალისტებისთვის სამუშაოდ ყველა პირობა იყო შექმნილი. გაიმართა შეხვედრები ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპარლამენტო არჩევნებს მაღალი შეფასება მისცეს, არ დაუფიქსირებიათ რაიმე სერიოზული დარღვევა, რომელსაც, არჩევნების შედეგებზე შესაძლოა, გავლენა მოეხდინა. ყაზახეთმა დემოკრატიისა და წინსვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ჩემი, როგორც ჟურნალისტის შეხედულებაა, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე იყო ჩატარებული. საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით, ხმის მიცემა ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. არც ქალაქში, არც უბნებზე არცერთი პოლიციელი არ მინახავს, ადამიანები უბნებზე წყნარად მიდიოდნენ და სასურველ პარტიას ხაზავდნენ. როდესაც მოქალაქეებს გავესაუბრეთ, ვეკითხებოდით, რას ელოდნენ არჩევნებისგან, თითქმის ყველა მათგანმა დააფიქსირა, რომ მხოლოდ წინსვლას, სიკეთს და უკეთეს ცხოვრებას ელიან“, – განაცხადა ავთანდილ ოთინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები