ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი ვახტანგ მაისაია: ცენტრალურ აზიაში ევროპული დემოკრატიზაციის ნიშნები შემოდის და ყაზახეთი ამ მხრივ ლიდერია

„ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 9 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ბოლო , წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო პარტიის სტატუსის მქონე 7 პარტია გახდა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა, რადგან ყაზახეთში პარტიული დემოკრატიის კულტურა პირველად ინერგება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაია ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„19 მარტს ყაზახეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მინდა, გითხრათ, რომ ეს არჩევნები ორ დონეზე ჩატარდა, ანუ პარლამენტის ქვედა პალატის და ადგილობრივი არჩევნების დონეზე. ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ასევე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევნები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტოყაევმა პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და ქვეყნის ტრანსფორმაცია პოლიტიკური სისტემის გარდაქმნისკენ მოახდინა. როგორც მოგეხსენებათ, მყარი საპრეზიდენტო მმართველობიდან ყაზახეთის რესპუბლიკა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა. პრინციპში, ესაა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა, სადაც პრეზიდენტის მმართველობამ მხოლოდ 1 ვადითაა განსაზღვრული, 7 წლის განმავლობაში. ეს პროგრესული მოვლენაა, ცენტრალური აზიის ქვეყნის მაგალითზე სერიოზული ნაბიჯია. საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველად გაიმართა ე.წ. ეგზიტპოლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში ევროპული დემოკრატიზაციის ნიშნები შემოდის და ყაზახეთი ამ მიმართულებით ლიდერი სახელმწიფოა. ასევე მინდა, გითხრათ, სიახლეს წარმოადგენდა გარემოება, რომ ბიულეტენში ყველას წინააღმდეგ შემოსახაზი ბლოკი იყო. საინტერესო ისაა, რომ ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნები შერეული: პროპორციული და მაჟორიტარული პრინციპის ფორმატში გაიმართა. 70 % პარტიულია და 30 % მაჟორიტარული, 1 – მანდატიანი ოლქების კუთხით.
ეს არჩევნები შემდგარია, რადგან მონაწეილობა მთლიანი ამომრჩევლების 54 % – მა მიიღო. არჩევნებში დაახლოებით 9 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ბოლო, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო პარტიის სტატუსის მქონე 7 პარტია გახდა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა, რადგან ყაზახეთში პარტიული დემოკრატიის კულტურა პირველად ინერგება. მართალია, ამ არჩევნებში კვლავ მმართველი პოლიტიკური პარტია „ამანათი“ ლიდერობს, მაგრამ ოპოზიციური პარტიებიც საკმაოდ სოლიდური წილით არიან შესულები“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნები „ეუთო-ს“ სადამკვირვებლო მისიამაც დადებითად შეაფასა, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა.

„საქართველოდან, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, მე და ბატონი ავთანდილ ოთინაშვილი ვიმყოფებოდით. ეს არჩევნები საკმაოდ მაღალი დემოკრატიული კუთხით გაიმართა. მართალია, მაღალი აქტივობის მქონე არჩევნები არ იყო, 54 % -იც ამას ადასტურებს, მაგრამ ეს იყო პირველი მცდელობა, ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებზე ჩატარებულიყო, პირველად არავის აიძულებდნენ, საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ. საუბარი მქონდა ყაზახეთის მოქალაქეებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მათ პირდაპირ აღნიშნეს, რომ მათზე არავითარი ძალადობა, სხვა პოლიტიკური მეთოდები, რაც ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო დაფიქსირებული, არ ყოფილა. „ეუთო-ს“ სადამკვირვებლო მისიამაც კი ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა, რაც ყაზახეთისთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები