პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია 78 ხმით მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთანაა დაკავშირებული. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება და წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა. კონცეფციას ხელს აწერენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები.