არჩილ თალაკვაძე: ჩვენს ოპონენტებს მინდა, ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნულო შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები

ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა, ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ – დებატების ადგილი.

“არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს დებატების ადგილი. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დებატების დროს, მინისტრის საათის დროს და იმ სესიებზე, სადაც საჭიროა კამათი და პოლიტიკური კონკურენცია, არ არიან დარბაზში და მათ ნაცვლად ცარიელი სკამები მონაწილეობენ პროცესში. შესაბამისად, საჭიროა, ეს ენერგია დაიხარჯოს პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ დებატში პარლამენტს შიგნით, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ახლა ქვეყანას და საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს და ჩვენს ოპონენტებს მინდა, ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები