ირაკლი ქადაგიშვილი: 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა ყოველთვის აბსოლუტურად ნულოვანი იყო

„12 საკითხიდან 11 არის საკანონმდებლო საკითხი. ერთი საკითხია, ასე ვთქვათ, კარგად მოექეცით ერთმანეთსო, დეპოლარიზაცია. 11 საკითხიდან 9 საკითხი უკვე მიღებულია და შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შესახებ საკანონმდებლო დონეზე მიღებულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხების განხილვაში ოპოზიცია ჩართული არ ყოფილა.

“ამ საკითხების არცერთ განხილვაში რადიკალური ოპოზიცია ჩართული აბსოლუტურად არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი იღებდა მონაწილეობას და ეს დასაფასებელია მათი მხრიდან ამ სამუშაო პროცესში. კონკრეტულად მე ყოველთვის მომყავს მაგალითად ჩემი კომიტეტის საქმიანობა, რომელიც სწორედ ეხებოდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას. უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მიღებული – საარჩევნო კოდექსი, რომელიც ვიმეორებ, რომ ასეთი საარჩევნო კოდექსი ბევრ ევროპულ ქვეყანას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში ყოველთვის აბსოლუტურად ნულოვანი იყო. მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი პიროვნულად იღებდა ხოლმე მონაწილეობას და არა – პოლიტიკური ფრაქციის სახელით. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ 9 რეკომენდაცია უკვე შესრულებული გვაქვს. დარჩენილია ორი რეკომენდაცია, რომლის შესრულებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები