ვიქტორ ჯაფარიძე: მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულია და ადამიანებისთვის „მოღალატეების“ ძახილით აღრმავებს პოლარიზაციას

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და მათ დარწმუნებას, თითქოს, „ხალხის ძალამ“ „რუსული“ კანონპროექტი დააინიცირა.

„რასაც ამბობენ, იმის პასუხს მიიღებენ! მე ვარ მოღალატე და ტარიელ ნაკაიძე – სამშობლოს სიამაყე?! წავიდნენ, თუ არ მოსწონთ პარლამენტის 78 წევრი, რომელსაც ეს ქვეყანა სიგიჟემდე უყვარს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს“, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები