ხატია დეკანოიძე: ბოიკოტში არ ვყოფილვარ – რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებას, თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, მე თვითონ შეგატყობინებთ

“თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ ეს კომენტარის თემა არ იქნება, მე თვითონ შეგატყობინებთ”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფრაქციის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ბოიკოტის მომხრე არ არის.

“მე ბოიკოტში არ ვყოფილვარ, არ ვიზიარებდი ბოიკოტს თავიდანვე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სხვა კოლეგებთან უნდა გადაამოწმოთ. ბოიკოტთან მაქვს განსხვავებული აზრი, ეს იყო ჩემი მოსაზრება ძალიან დიდი ხანი, ამიტომ, ეს საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, და მე მგონი, ამაში ძალიან თანმიმდევრული ვარ და რაც მჯერა იმას ვსაუბრობ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებას, თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს კომენტარის თემა არ იქნება, მე თვითონ შეგატყობინებთ,” – აცხადებს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები