ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს. ორდღიანი სამძებრო სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ბავშვს ოჯახში რამდენიმე წუთში დააბრუნებენ. ის სხვა სოფელში, ქუჩაში აღმოაჩინეს.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

9 წლის ბიჭი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არ ჩანდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები