“პატივი ეცით ქართულ ჯარს, არაერთხელ მიაყენეთ შეურაცხყოფა, თქვენი წუხილი მხოლოდ კონკრეტული, ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესებითაა გამოწვეული” – გრიგოლ გიორგაძე – იაგო ხვიჩიას

ბატონო იაგო, ალბათ, გულსა და გონებაში გაქვთ ეს და ამიტომ წამოგცდათ არაერთხელ, თითქოს მე ვთქვი, რომ ჯარი დისკრედიტირებულია – ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ქართულ ჯარს, – ასე მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით „გირჩის“ წუხილი ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესებითაა გამოწვეული.

„ბატონო იაგო, ნუ გაავრცელებთ სიცრუეს. საუბარი მქონდა იმაზე, რომ დღევანდელი გაწვევის სისტემა სწორი არაა, ვინაიდან თავდაცვის მიზნებისთვის უნდა მოხდეს გამოყენება და მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იყოს წვრთნა და გადამზადება. თქვენ ალბათ გულში და გონებაში გაქვთ და ამიტომ წამოგცდათ არაერთხელ, თითქოს მე ვთქვი, რომ ჯარი დისკრედიტირებულია. შეგვიძლია რომ დღევანდელ ჯარზე ეს ვისაუბროთ? პირიქით, საამაყო გვაქვს მიღწევები პროფესიულ სამხედრო სამსახურშიც, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ქართულ ჯარს, არაერთხელ მიაყენეთ შეურაცხყოფა. გასაგებია, საიდანაა გამოწვეული თქვენი წუხილი მხოლოდ კონკრეტული, ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესებით, თუმცა ჩვენ სხვა საზრუნავი გვაქვს და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გიორგაძის აღნიშნული გამოსვლა ხვიჩიას იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკუთარი ჯარი თავად მინისტრის მოადგილესაც არ მოსწონს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები