საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham ) წევრებს შეხვდნენ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებსა და და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ ტრენინგებს გაეცნენ.
შეხვედრას სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები.