ალექსანდრე რაქვიაშვილი: რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი

პოლიტიკური პარტიის მხრიდან ბოიკოტი აბსურდია, – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური პარტიის მხრიდან ბოიკოტი აბსურდია, განსაკუთრებით – ამ ვითარებაში. შეიძლება, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ეს გასაგებია, მაგრამ რასაც ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები