გიორგი ამილახვარი: დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის

განათლებისა და მეცნიერების ახლად არჩეულმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ წარდგენაზე პრემიერმინისტრსა და გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ ყოვლისა, მადლობა, ბატონო პრემიერმინისტრო, გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა, მანამდე ამ პოსტს მიხეილ ჩხენკელი იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები