გია ცაგარეიშვილი: ყველა ის პარტია, რომელიც მერაბიშვილის “ნაცმოძრაობის” მიღმა არის, არის ასევე “ნაცმოძრაობის” განაყარი დიდწილად

მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია დაასახელა.

“მარგველაშვილის ტიპის სელექცია, რომელსაც ის ახლა ეწევა ესეც მისი გადასაწყვეტია, ეს ჩემი საქმე არ არის. ვისაც უნდა, იმას დაელაპარაკოს. ყველა ის პარტია, რომელიც მერაბიშვილის “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა არის, არის ასევე “ნაციონალური მოძრაობის” განაყარი დიდწილად. არაფერი ამ ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს, არც წარსული, არც აწმყო და არც მომავალი. ესეც უნდა იცოდეს ბატონმა მარგველაშვილმა მყარად და თუ ამასაც გამოვრიცხავთ, ვინ დარჩება საკონსულტაციოდ? რა დარჩება ან ვინ მივა მასთან საკონსულტაციოდ?”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები