რატი იონათამიშვილი: პერიოდულად აახლებენ ხოლმე სააკაშვილის თემას – ხელოვნური თემების ჩვენს საზოგადოებას არ სჯერა

“პერიოდულად აახლებენ ხოლმე სააკაშვილის თემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ეს არის ხელოვნური და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური თემების საზოგადოებას არ სჯერა.

“შესაბამისმა უწყებამ არაერთხელ თქვა, რომ მზად არის, თუ ოჯახს ექნება ამისი სურვილი ჩართოს უცხოელი მკურნალი ექიმები სამკურნალო პროცესში, მაგრამ ისინი ამ პროცედურაზეც, როგორც ჩანს, უარს ამბობენ, ისევე, როგორც სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივებაზე თქვეს უარი. შესაბამისად, ხელოვნური თემების ჩვენს საზოგადოებას არ სჯერა, ვერც დაიჯერებენ და განწირულია ეს ყველაფერი ფიასკოსთვის”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები