გოგი მეშველიანი: ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, თანამოქალაქეებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნავს ამ ზეიმს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს!

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

„ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, თანამოქალაქეებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნავს ამ ზეიმს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს!
ეს დღე, ახალი სიცოცხლის სიმბოლო და ახალი წლის დასაწყისია. მსურს გულითადად მოგილოცოთ სიკეთის, სიყვარულის დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა!
ჩვენ ერთი საერთო სამშობლო-საქართველო გვაერთიანებს და მისი უკეთესი მომავლისთვის ერთად ვიღწვით. მჯერა, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს შევქმნით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები