რატი იონათამიშვილი: 9 აპრილს აქციას მართავს ყველაზე არაევროპული ძალა

„ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი არის ფარისევლობა და ხელოვნურობა. 9 აპრილს აქციას მართავს ყველაზე არაევროპული ძალა, რაც ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” საკუთარმა მხარდამჭერებმა ზურგი აქციეს, აქციები კი ამის ლუსტრაციაა.

“ძალიან უხერხულია, როდესაც 12 პუნქტზე აპელირებს, თავად კი ამის შესრულებისთვის არაფერი გაუკეთებია. მსგავსი აქციები ჩაატარონ, რათა მოხდეს ლუსტრაცია, რომ ამ მარგინალებს საკუთარმა მხარდამჭერებმაც კი აქციეს ზურგი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები