რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომელიც აღნიშნულს „სამუშაო ვიზიტს“ უწოდებს.
კრემლზე დაყრდნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო “Tacc“ წერს, რომ პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ის ქალაქის რამდენიმე რაიონს ეწვია, სადაც ჩერდებოდა და ადგილობრივებს ხვდებოდა.