ერდოღანი: თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიცირების პროცესს დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიცირების პროცესს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის ლიდერის თქმით, ამ საკითხზე შვედეთთან მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

„გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე. როგორ წარიმართება პროცესი, პირდაპირ იქნება დაკავშირებული შვედეთის კონკრეტულ ნაბიჯებთან“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რატიფიცირების პროცესი 14 მაისს ქვეყანაში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები