მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ფარგლებში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს ლორანს ბონს, ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს ემანუელ პუისე-ჟოვინს და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს იზაბელ დუმონს შეხვდნენ. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე. აღინიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ასევე ასპენის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე „საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები