თურქეთის მთავრობამ მიწისძვრის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი შეაფასა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ორ ტრილიონ თურქულ ლირას (105 მილიარდ დოლარზე მეტი) შეადგენს.

ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა და ხაზინის სამინისტრომ გამოაცხადა.

“მიწისძვრით მიყენებული ზარალი 2 ტრილიონი ლირაა (105 მილიარდ 280 მილიონი დოლარი). ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს, დაახლოებით 6-ჯერ დიდი ზარალი და დანაკარგი, ვიდრე 1999 წელს, მარმარილოს ზღვის მიწისძვრის შემდეგ იყო. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მოსალოდნელი ეროვნული შემოსავლის 9%-ს შეესაბამება”,- ციტირებს ფინანსთა სამინისტროს ტელეარხი TRT Haber.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები