საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ რეფორმა მიიღო – პარიზის ქუჩებში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

აღნიშნულის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, პოლიციამ დედაქალაქის ქუჩებში 73 პირი დააკავა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები