უკრაინაში რუსული შეტევის ტემპი, წინა კვირებთან შედარებით, შენელებულია.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული არმია ამჟამად ყოველდღიურად 20-დან 29 სახმელეთო შეტევას ახორციელებს, მაშინ როდესაც ადრე ეს რიცხვი 90-დან 100-მდე მერყეობდა.
დიმიტრაშკოვსკის თქმით, რუსული შეტევის შენელება განპირობებულია რუსული არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგებით.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა მიიღეს მხოლოდ მინიმალური ტაქტიკური მიღწევები ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, შეძლეს კონტრშეტევების განხორციელება და ტერიტორიის დაბრუნება“, – აღნიშნავს ISW-ში.