მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ამაზრზენია, როცა რუსული საქმის მკეთებელი პარტია საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღებზე ემოციურ ბმას ცდილობს ხოლმე
“ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე არაევროპული პარტია, თუკი რაიმე შეიძლება, არსებობდეს მსოფლიოში, თავისი უმძიმესი ბექგრაუნდით”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ევროპული რეკომენდაციების პუნქტების დიდი უმრავლესობის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე არაევროპული პარტია, თუკი რაიმე შეიძლება, არსებობდეს მსოფლიოში. თავისი უმძიმესი ბექგრაუნდით, – ქვეყნის გაყიდვით, ომის დანაშაულზე საკუთარი ხელმოწერით, სამხედროებზე დაბრალებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით. დღეს აგრძელებენ იმავეს. ,,ნაცმოძრაობის,, მხრიდან 9 აპრილსა და ასეთ მნიშვნელოვან თარიღებზე მანიპულირება ამაზრზენია. ამაზრზენია ყველაზე არაევროპული და რუსული საქმის მკეთებელი პარტიისგან, როცა ისინი საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღებზე ემოციურ ბმას ცდილობენ ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.