მამუკა მდინარაძე: მძიმე მოსასმენია “ნაცმოძრაობის” ლობისტების საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან აკეთებენ

მძიმე მოსასმენია “ნაცმოძრაობის” ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

“მძიმე მოსასმენია “ნაცმოძრაობის” ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ კამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი”, – თქვა მდინარაძემ.

რამდენიმე ევროდეპუტატმა დღეს “ქართული ოცნება” გააკრიტიკა და მედიასთან კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები