ალეკო ელისაშვილი: არც მე და არც ჩვენს პარტიას არანაირი ულტიმატუმები არ გვჭირდება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს

„არც მე პირადად და არც ჩვენს პარტიას არანაირი ულტიმატუმები და პირობების დაყენება არ გვჭირდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და მივიღოთ საშვი ევროპაში”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებზე სამუშაოდ ყველა უნდა გაერთიანდეს.

“ყველამ უნდა მოვინდომოთ, პირველ ყოვლისა, საპარლამენტო პარტიებმა, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები აქ არის შესამუშავებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და სხვამაც კეთილი უნდა ინებოს და ერთად ვიმუშაოთ – ასე გვითხრეს და იმიტომ“, – აცხადებს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები