რატი იონათამიშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი რეალურად არის იმის საწინააღმდეგო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი საერთო სასამართლოებისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
“ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი რეალურად არის იმის საწინააღმდეგო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა. შესაბამისად, ახლა გამოჩნდება ზუსტად შემდგომი ნაბიჯები და რეალურად – მათ აქვთ იმის ინტერესი, რომ ეს პუნქტი შესრულდეს, თუ რაიმენაირად ფეხი დაუდონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ მიიღო.