გივი მიქანაძე – ლევან ხაბეიშვილზე: 20 ადამიანის შეგროვებაც კი უჭირს
მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
“20 ადამიანის შეგროვებაც კი უჭირს. ასეთ ფონზე, მისი მხრიდან დაანონსებული აქცია კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ გარკვეულწილად წარმოაჩინოს, თითქოს, ის არის ოპოზიციის ლიდერი. ამ დროს, ის თავის პარტიაშიც ბოლომდე არ არის აღიარებული. ამასთან, მიზნობრივად მიუთითებს იმ თარიღზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რომელიც უკავშირდება, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, ასევე – 1991 წლის 9 აპრილს.
თითოეული ქართველისთვის, უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია და ამის ფონზე ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება მოახდინოს და წარმოაჩინოს, თითქოს, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შესაძლებლობა, რომ ხალხს თავი მოუყაროს”, – განაცხადა მიქანაძემ.