სახალხო დამცველი მზადაა, შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები