რას წარმოადგენს ამერიკული დრონი – MQ-9 Reaper, რომელიც შავი ზღვის თავზე, ყირიმთან რუსულ სუ-27-თან შეჯახებისას ჩამოვარდა

რას წარმოადგენს ამერიკული დრონი – MQ-9 Reaper, რომელიც 14 მარტს, ანექსირებული ყირიმის მახლობლად, რუსული გამანადგურებლის – სუ-27-თან შეჯახებისას ჩამოვარდა.

გაზეთი The Washington Post-ი MQ-9 Reaper-ზე ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ამ მოწყობილობებს აშშ-ის საჰაერო ძალები სადაზვერვო მიზნებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის, სამაშველო ოპერაციებისა და მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზნით იყენებს. MQ-9 Reaper-ები სხვა საკითხებთან ერთად, ასრულებდნენ მისიებს ერაყში, ავღანეთსა და სირიაში.

დრონს დისტანციურად მართავს ორი ადამიანისგან შემდგარი გუნდი (პილოტი და სენსორ/მსროლელი), რომლებიც იმყოფებიან აშშ-ის 17 შტატში მდებარე 20 ამერიკული ბაზიდან ერთ-ერთში.

MQ-9 Reaper-ს შეუძლია, რვამდე ლაზერული მართვადი რაკეტა და 16 Hellfire რაკეტა ატაროს. მისი ავზები იტევს 560 ლიტრამდე საწვავს, მას 15 კმ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია.

2007 წლიდან, როდესაც General Atomics-მა დაიწყო ასეთი დრონების წარმოება, აშშ-ს საჰაერო ძალებმა 360-ზე მეტი ერთეული შეუკვეთეს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ერთი MQ-9 Reaper-ის ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარია.

მისი სიგრძე 11 მეტრია, ფრთების სიგრძე 20 მეტრზე მეტი, ტარების მოცულობა 1,7 ტონაა.

დრონი აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით, კამერებითა და ლაზერული დამიზნების სისტემით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები