მამა იერონიმე: ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება
“ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი”,- ამის შესახებ მამა იერონიმე სოციალურ ქსელში წერს.
“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადისქალწული მარიამის ქანდაკება იყო”, – წერს მამა იერონიმე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ალტინფოს” აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.