პოლონეთი მზად არის, საქართველოში სააკაშვილის გამოსაკვლევად ექიმები გაგზავნოს
პოლონეთი მზად არის, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად ექიმები გაგზავნოს და ამჟამად ქართული მხარის პასუხს ელოდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პეტრ მიულერმა განუცხადა.
„ჩვენი ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარების ჯგუფი მზად არის საქართველოში გასამგზავრებლად და ადგილზე ჩაატაროს შესაბამისი გამოკვლევები. ასევე გაუწიოს შესაბამისი დახმარება, ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში. ამჟამად, საკითხზე ქართული მხარის თანხმობას ველოდებით”, – განაცხადა მიულერმა.
მანვე დასძინა, რომ იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლებისგან თანხმობას მიიღებს.
„საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარების საკითხი სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში, ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გავერკვეთ ამ ეჭვებში და საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო ჯგუფს გავაგზავნით. ვიმედოვნებთ, რომ ასეთ თანხმობას მივიღებთ”, – განაცხადა