რატი იონათამიშვილი: მერაბიშვილი განასახიერებს „ნაცმოძრაობის“ სულიერ სტანდარტს – ხაბეიშვილი, ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და სხვა ლიდერები არიან მისი სულიერი შვილები

“ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერ სტანდარტს განასახიერებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ანტისახელმწიფოებრივ-ექსტრემისტული დაჯგუფებაა.

“ვანო მერაბიშვილი განასახიერებს „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერ სტანდარტს. ბატონი ხაბეიშვილი, ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და სხვა ლიდერები არიან ვანო მერაბიშვილის სულიერი შვილები. ცხადია, მათ ერთი სტანდარტი აქვთ და, შესაბამისად, მერაბიშვილი ამ კრებითი ადამიანების ოცნებებს გამოხატავს.

ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, როგორი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა არის ეს ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვიცნობთ და ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარების, პროგრესისა და წინსვლის პირდაპირი მტერია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები