“საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი ინიციატივების მიმართ, რომლებსაც შეეძლებათ საზოგადოების ერთიანობისთვის ძირის გამოთხრა” – საფრანგეთის საგარეო უწყება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, კატრინ კოლონასთან მოლაპარაკება გამართა, რომლის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი იყო განხილული.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა “ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისად რეფორმების აუცილებლობას, რომ ამ გზით მოხერხდეს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება”.

კოლონა მიესალმება “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან წაღებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი ინიციატივების მიმართ, რომლებსაც შეეძლებათ საზოგადოების ერთიანობისთვის ძირის გამოთხრა”.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ “აპირებს გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინაშე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები