საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანია დაიწყონ საპროტესტო მოძრაობა, რათა ხელისუფლება შეცვალონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის მსხვერპლი. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პროტესტის უკან, რომელიც ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიერ გულწრფელად იყო გამოხატული, ასეთი ძალები ცდილობენ ამ გეგმების განხორციელებას“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.