პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გაზი გაუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გაზი გაუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. უწყებაში განმარტავენ, რომ მეტროსადგური შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები