პარლამენტის შენობასთან ხვალ მორიგი აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ხვალ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.