მამუკა მდინარაძე: მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი
“მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, მათი ოცნება მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა.
“თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე!
თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აჰყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რომელიც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა.
ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა!”, – წერს მდინარაძე.