ბორელი: EUMAM-ის ფარგლებში, ევროკავშირი მარტის ბოლომდე 11 000-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ჯოზეპ ბორელის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში, ევროკავშირი მარტის ბოლომდე 11 000-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს, ხოლო 2023 წლის ბოლომდე – 30 000-ს.

შესაბამისი განცხადება ბორელმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ყველა წევრმა ქვეყანამ გამოხატა კმაყოფილება ამ სასწავლო მისიის დროს მიღწეული შედეგებით და ვალდებულია, გააკეთოს მეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინას საბრძოლო ტანკები გადაეცემა და ამ საბრძოლო ტანკების ეკიპაჟებმა წვრთნა უნდა გაიარონ. არა მარტო ცალ-ცალკე თითოეული ტანკისთვის, არამედ ისე, რომ ყველამ ერთად იბრძოლოს.
ასეთი სასწავლო მისია უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მსურს, ამ შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას მივაწოდო”, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები