ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია რეგიონებშიც იმართება

ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
შეკრებილები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის არჩევანი ევროპაა და რუსული კანონპროექტის დაკანონებას არ დაუშვებენ.
როგორც აქციების მონაწილეები ამბობენ, ისინი თბილისში დაგეგმილ პროტესტს შეუერთდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე მობილიზაციის დაწყება 17:00 საათიდან დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები