გაეროს გენერალური მდივანი კიევშია

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინაში იმყოფება.

ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გუტერეში კიევში გვიან ღამით ჩავიდა.

ომის დაწყების შემდეგ, გაეროს გენერალური მდივნის კიევში ეს უკვე მესამე ვიზიტია, რომლის დროს გუტერეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და “მარცვლეულის შეთანხმების” გახანგრძლივებას განიხილავს.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კონტრაქტს ვადა 18 მარტს ეწურება და გაერო მის გაგრძელებას ითხოვს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 5 მარტს განაცხადა, რომ “გარიგების გასახანგრძლივებლად” ანკარა ყველაფერს გააკეთებს.

რუსეთში განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება შეთანხმების გაგრძელებას, თუ გათვალისწინებული იქნება საკუთარი ფერმერების ინტერესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები